იდეათა გენერაციის (დაგროვების) ეტაპი

იდეათა გენერაციის (დაგროვების) ეტაპი
გონებრივი იერიშის პირველი ეტაპი, ამ დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები: 1. მონაწილეთა მიერ მოსაზრებების გამოთქმის დროს დაუშვებელია მოსაზრებათა კრიტიკა, კამათი ან შეფასება; 2. მონაწილეები იდეებს გამოთქვამენ ნებაყოფლობით და არა მასწავლებლის სურვილისამებრ; 3. თითო მოსწავლემ შეიძლება გამოთქვას ერთი ან რამდენიმე მოსაზრება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ორიგინალური, ასევე სხვისი იდეის გამეორება; 4. ყველა იდეა უნდა დაფიქსირდეს (დაიწეროს) დაფაზე (ყველაზე მიუღებელიც კი); 5. როდესაც იდეათა გამოთქმის სიხშირე დაიკლებს, მასწავლებელი კიდევ ერთხელ აძლევს მოსწავლეებს საშუალებას დაფიქრდნენ; 6. დრო შეიძლება წინასწარ განისაზღვროს (20 – 30წთ) ან მასწავლებელმა შეწყვიტოს იდეათა გენერაციის პროცესი საჭიროებისამებრ; 7. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, იმ დღესვე მოხდება შეჯამება, თუ მომდევნო გაკვეთილზე. თუ შეფასება სხვა დროს უნდა მოხდეს, გამოთქმული მოსაზრებები უნდა დარჩეს დაწერილი დაფაზე ან ფურცელზე მთელი ამ ხნის განმავლობაში. იდეათა შეფასების ეტაპზე:
Source: ადამიანის უფლებების სწავლება ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით : თრენინგის მასალები / საქ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრ. ინ-ტი ; [შემდგ.: მ. ბაქრაძე და სხვ. ; გ. ნოზაძის საერთო რედ.] - თბ. : მერიდიანი, 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "იდეათა გენერაციის (დაგროვების) ეტაპი" в других словарях:

  • გონებრივი იერიში — • ერთ – ერთი ინტერაქტიური მეთოდია, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯ. ოსბორნმა შეიმუშავა. მისი მიზანია პრობლემის გადაჭრა მთელი ჯგუფის მონაწილეობით, იდეათა თავისუფალი გამოთქმის გზით. გონებრივი იერიში ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»